საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას კომიტეტზე ერთხმად დაუჭირეს მხარი

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილა.

მომხსენებელმა მარია გაბრიელმა კომიტეტის წევრებს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის რეკომენდაციით კიდევ ერთხელ მიმართა.

მომხსენებელმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კომიტეტის ყველა გამომსვლელმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. არც ერთ გამომსვლელს არ უთქვამს, რომ პროცესი უნდა გაჭიანურდეს და ბრეგზიტმა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაზე. რამდენიმე დეპუტატმა შეჩერების მექანიზმი დაუკავშირა უვიზო რეჟიმს და აღნიშნა, რომ თუ რეგულაციები გამკაცრებული იქნება, ახალი ქვეყნებისთვის არ იქნება პრობლემა უვიზო რეჟიმის მინიჭება, რადგან შეჩერების მექანიზმით შეიძლება კონტროლი.

კონკრეტულ თარიღებზე არც ამ კომიტეტზე უსაუბრიათ, ვინაიდან წინ არის კენჭისყრა როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე.

ცნობისათვის, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი 7 ივლისის სხდომაზე ვიზალიბერალზიაციის შეჩერების მექანიზმის საკითხს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშირატომ დაიხურა ქობულეთში ჩერნოვეცკის დაარსებული ბავშვთა პანსიონი
შემდეგი სტატიალონდონი ნატოს რუსეთის შეკავების მიზნით სამხედრო პოტენციალის გაზრდისკენ მოუწოდებს