საქართველოსთან და უკრაინასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დოკუმენტი შესაძლოა ხვალ გამოქვეყნდეს

გამოცემა უოლ სტრიტ ჯორნალი წერს, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისია დასკვნას ხვალ გამოაქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ამ საკითხზე უკვე შეთანხმდნენ ბრიუსელში ვიზიტით მყოფი პეტრე პოროშენკო და ევროკავშირის ლიდერები, თუმცა ოფიციალურ დონეზე ამ დრომდე არ სახელდება ანგარიშის გასაჯაროვების კონკრეტული თარიღი.

დღეს გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი მუშაობის ბოლო ეტაპზე არიან და დასკვნას წლის ბოლომდე წარადგენენ.

banner
წინა სტატიაშისკანდალი მერიაში – კრწანისის გამგებლის მოადგილე დააკავეს?
შემდეგი სტატიანიკა რურუა: ეს რუსეთს უამრავ უკანონოდ მიტაცებულ რამეს დაათმობინებს საქართველოს სასარგებლოდ