საქართველოში ტრანსპორტის ყველა მიმართულება პრიორიტეტულია და ინვესტიციებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის – ჰენრიკ ჰოლოლეი

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის, ჰენრიკ ჰოლოლეის განცხადებით, საქართველოში ტრანსპორტის ყველა მიმართულება პრიორიტეტულია და ინვესტიციებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის.

“მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით ღრმა და მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ჩვენ ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ. საქართველო ამჟამად ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გრანდიოზული პროექტს ახორციელებს – აქ შენდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ანაკლიის პორტი, რომელის ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია. აღსანიშნავია, ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. შესაბამისად, ტრანსპორტის ყველა მიმართულება პრიორიტეტულია და ინვესტიციებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის”, – განაცხადა ჰოლოლეიმ აბრეშუმის გზის ფორუმზე.

2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისში 34 ოფიციალური დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ჩამოვიდა. ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები, კერძოდ, ბიზნესსექტორის 1100 წარმომადგენელი, მათ შორის 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის.

banner
წინა სტატიაშისაედ დუდაევის პირველი ფოტო
შემდეგი სტატიამდინარაძე: ევა გოცირიძე პროფესიონალი იურისტია