საქართველოში თურქეთის კონსული: ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას

საქართველოში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდნენ.

როგორც თურქეთის კონსულმა განაცხადა, საქართველო და თურქეთი ერთობლივი ძალებით ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას.

„როგორც საქართველო, ასევე თურქეთის მხარე ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას. არის ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც ჯერ უცნობია როდის გადაწყდება ეს საკითხი, იქნება ეს ერთ თუ რამდენიმე საათში.კომპიუტერულ სისტემაში არსებულმა ხარვეზმა გამოიწვია ეს პრობლემა”,-აღნიშნა საქართველოში თურქეთის კონსულმა.

სარფის სასაზღვრო პუნქტზე, თურქეთის მხარეს პროგრამული პრობლემა 26 ოქტომბერს, საღამოდან შეიქმნა.გუშინ, გვიან ღამით საზღვრის გადმოკვეთა რიგში მდგომმა საქართველოს 300-მდე მოქალაქემ შეძლო. სარფში საქართველოს მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კი ისევ არ შეუძლიათ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა. რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ სასაზღვრო კონტროლის გავლა როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : ვეღარ დავუშვებთ, რომ კორუფცია, ისეთივე ტემპებით გაგრძელდეს, როგორც იყო გასული 4 წლის განმავლობაში
შემდეგი სტატია“გოდერძი თევზაძე შეიძლება არ იყოს მკვლელი და ნამდვილი დამნაშავე თავისუფლია”- დემურ სტურუას დედა