საქართველოში თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესები

ვასილ პაპავა

ვასილ  პაპავათურქეთის საქმიანობა კავკასიაში “არაბული გაზაფხული”-ს მიერ ახლო აღმოსავლეთში გამოწვეულმა ძირეულმა ცვლილებებმა გავლენა იქონია თურქეთის ხელმძღვანელობის ახალი პრიორიტეტების დასახვისას. თურქეთის საგარეო პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ახლო აღმოსავლეთს და რუსეთს (დასავლური პოლიტიკა ამ მხვრივ მეორე პლანზეა, რადგან თურქეთს უკვე გააჩნია სათანადო სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი აწარმოოს “დამოუკიდებელი” რეგიონული პოლიტიკა).
კავკასიის მიმართულებით თურქეთის დაზვერვის (“MIT”)-ის ძირითადი მიზანია – სამხრეთ და ჩრდილო კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის მონიტორინგი.
ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის რეგიონში თურქეთის უწყების დაინტერესებაში შედის:
– რუსეთის ენერგეტიკული პოლიტიკა
– ენერგეტიკის სფეროში რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა
– კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების საკითხები
– საექსპორტო მაგისტრალების მშენებლობა და მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების გატანის სტრატეგია
კავკასიაში თურქეთის დაზვერვის პრიორიტეტებს შორის არის:
– ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების ძალისხმევა
– თურქეთის ურთიერთობა სომხეთთან
– თურქეთის ურთიერთობა აზერბაიჯანთან
– ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პრობლემები
კავკასიაში თურქეთის საგარეო პოლიტიკის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ რიგი ფაქტორები:
– რეგიონში ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი მოთამაშეები (რუსეთი და შიიტური ირანი)
– საერთაშორისო საკომუნიკაციო კავშირებისათვის თურქეთის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა
– ქვეყანაში მრავალმილიონიანი კავკასიური დიასპორა
– ევროპასა და აშშ-ში ძლიერი ანტითურქული ლობი

ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი)

banner
წინა სტატიაშირამდენიმე წუთის წინ დნეპროპეტროვსკში გრიგორი პეტროვსკის ძეგლი ჩამოაგდეს(video)
შემდეგი სტატიათურქეთში სამი ყელგამოჭრილი საქართველოს მოქალაქე იპოვეს