საქართველოში თურქეთის ელჩი: თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა

თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა. ელჩის განცხადებას თურქეთის საელჩო ავრცელებს.

„თურქეთ-საქართველოს საზღვრის შესახებ ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებულ ზოგიერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, ყველაზე ნათლად განმარტავს ამ საკითხთან დაკავშირებულ მდგომარეობას.

აქედან გამომდინარე, თურქეთსა და საქართველოს შორის არ მომხდარა რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა. ამ თვეში, შესაბამმა უწყებებმა ჩაატარეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრები, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მდინარის შეცვლილი კალაპოტის გასწორების მიზნით. თურქეთ-საქართველოს საზღვარი, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დადგინდა 1970-იან წლებში, რაც აღიარეს მხარეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1992 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას და ჩვენს ქვეყნებს შორის არავითარი სასაზღვრო პრობლემა არ არსებობს”, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

თურქული გამოცემა Daily Sabah-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ თურქეთს სასაზღვრო რაიონში მდებარე 6 ჰექტარი მიწა გადასცა. გამოცემის ინფორმციით, “შესაბამის შეთანხმებას თურქულმა და ქართულმა მხარეებმა გასულ კვირას მიაღწიეს. დელეგაციების შეხვედრა საზღვარზე გაიმართა და შეთანხმდნენ მდინარე ჩაქვის კალაპოტის ხელოვნურად შეცლაზე. მხარეებმა შესაბამის დკუმენტს ხელი მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, მდინარის კალაპოტი იმგვარად შეიცვლება, რომ 6 ჰექტარის მიწის ფართობი თურქულ მხარეს აღმოჩნდება”.

ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო.

banner
წინა სტატიაში“მედიაზე რა შენიშვნებიც არის, სამართლიანია”- ლევან ბერძენიშვილი ტორბიონ იაგლანდის ანგარიშზე
შემდეგი სტატიაამერიკელ მაგნატს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს