საქართველოში სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირი დამატებით 120 მილიონ ლარს (50 მილიონი ევრო) გამოყოფს

evropa da saqartvelo26 მაისს, 18:00 საათზე, ქორთიარდ მერიოტში, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვამ~ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითრების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის 120 მილიონი ლარის (50 მილიონი ევრო) ოდენობის საფინანსო შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
ENPARD-ის მეორე ფაზის მიზანს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების, ასევე ინსპექტირებისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს. სოფლად სიღარიბის დაძლევისთვის, ENPARD-ის პროგრამა მთავრობას სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. მასთან, ქალაქისა და სოფლის თანაბარი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ENPARD-ი სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის სამთავრობო პროგრამების ხელშეწყობას და აჭარასა და აფხაზეთში სოფლის განვითარების საპილოტე პროგრმების პირდაპირ დახმარებას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაში30 წლის ახალგაზრდა მამაკაცის უმოწყალო მკვლელობის პასუხისმგებლობა ოკუპანტ ქვეყანას – რუსეთს უნდა დაეკისროს
შემდეგი სტატიასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს