,,საქართველოში პოლიტიკური პარტიები კომუნისტური პარტიის ქსეროასლია”

ხელისუფლებას ვერ დაამარცხებს ძალა, რომელიც არ არის ღია, გახსნილი, გამჭვირვალე, – აღნიშნული განცხადება სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას გააკეთა.
”ახალი საქართველოს” ლიდერის განცხადებით, მათი მთავარი კონკურენტი ”ქართული ოცნებაა”. ”ხელისუფლებას ვერ დაამარცხებს პოლიტიკური ძალა, რომელიც არ არის ღია, გახსნილი, გამჭვირვალე, რომელსაც არ აქვს სრულიად ახალი სტანდარტები. ჩვენთან მთავარი პრინციპი თვითორგანიზებულობაა. ვერტიკალურმა მიდგომამ თავისი დრო მოჭამა, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან საქართველოში, არის ქსეროასლი კომუნისტური პარტიის.
ჩვენი მთავარი კონკურენტი არის ”ქართული ოცნება”, რადგან ის, რაც ხდება დღეს – უუნაროობა, მავნებლობა, გაჭირვებაზე გაჭირვების დამატება, უნდა დამთავრდეს!”,- განაცხადა ”360 გრადუსში” სტუმრობის დროს გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში(video) ,,მზად ვარ, 1 ლარად დავრჩე ამ გადაცემის ხელმძღვანელად”
შემდეგი სტატიაწვენის დაღვრის გამო დაწყებული ჩხუბისას 2 წლის გოგონას ესროლეს