საქართველოში ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები შემოდის

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ ”საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
”ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე”, – ნათქვამია ”საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი.

banner
წინა სტატიაში,, ბიძინა ივანიშვილზე კონგრესმენის განცხადება იმპროვიზაციის სფეროს წარმოადგენს”
შემდეგი სტატია,,დასავლელი პარტნიორები უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე და პუტინის პროექტი”