საქართველოში ორი ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობა იგეგმება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში ორი ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობა იგეგმება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა სურამის ფსიქიატრულ დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა, ფსიქიატრიულებში არსებული მდგომარეობით მაქსიმალურად დაინტერესდეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში ფსიქიატრიულ დაწესებულებებზე განსაკუთრებული კონტროლი უნდა დაწესდეს.

„ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი უნდა დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მათ. ასევე, მნიშვნელოვანია, ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ, ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი – კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში“მომხდარი არის ვანდალური ფაქტი და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას” – ქართველ მუსლიმთა კავშირი
შემდეგი სტატიააშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება – პრეზიდენტი