“საქართველოში, ომი გამოუცხადეს სიგარეტის ბიზნესს”- გიგა ბოკერია

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი გიგა ბოკერია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ბიზნესი გახდება კორუფციის წყარო და ყველა შემთხვევაში დააზიანებს ბიზნესს და ტურიზმს.
,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორი არაკომპეტენტური და რაც მთავარია რეალობისგან მოწყვეტილია ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი. როგორც გუშინ ერთ-ერთი ლიდერისგან ზოიძისგან გაირკვა, მათ ეხლა ომი გამოუცხადეს სიგარეტის ბიზნესს საქართველოში და პარლამენტში მათი. მთელ მსოფლიოშიც არავინ დაობს, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ ერთადერთი გზა იმისკენ რომ მეტმა ადამიანმა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და მათშორის ნაკლებმა ადამიანმა მოწიოს თამბაქო ეს არის სიღარიბიდან გამოსვლა, გამდიდრება და არა ასეთი დრაკონული რეგულაციები. ისეთი, როგორიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც კი არ არის. ეს აისახება ათასობით ჩვენი მოქალაქის შემოსავალზე. ისინი დაკარგავენ შემოსავალს, სამსახურებს და სრულიად საპირისპირო შედეგს მივიღებთ,’’- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგუკა რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
შემდეგი სტატიარატიანი: სირცხვილია, რომ პარლამენტის წევრს უფლება არ ჰქონდეს, იმ კონტრაქტში ჩაიხედოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს