საქართველოში ნატო-საქართველოს მასშტაბური სწავლება იწყება

ნატო-საქართველოს სწავლება 2016 იწყება. მასშტაბურ სწავლებაში, რომელიც 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ნატო-ს წევრი 11 და ორი პარტნიორი ქვეყანა მიიღებს მონაწილებას.

სწავლებაში სულ 250 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. სწავლებას პირველად ნატო-საქართველოს სწავლებების ისტორიაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უხელმძღვანელებს.

სწავლება სამეთაურო-საშტაბოა და მიზნად ისახავს კრიზისულ სიტუაციებში ერთობლივ მოქმედებებსა და ნატოსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობას.

“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 13 მიმართულებიდან ერთ-ერთი პროექტია.

ბრიგადის გენერალი, ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრის მეთაურის მოადგილე, შტაბის უფროსი – ლადისლავ იუნგი

“ეს სწავლება გაზრდის ურთიერთთავსებადობას წვრთნებში მონაწილე ქვეყნებს შორის. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, რათა მაქსიმალურად ეფექტურად დასრულდეს სწავლება”,- განცხადა სწავლების გახსნისას ბრიგადის გენერალმა, ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრის მეთაურის მოადგილემ ლადისლავ იუნგმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა – პირობას გაძლევთ, სკოლიდან წავა ყველა მასწავლებელი, ვინც ვერ შეძლებს, ბავშვი კარგ შედეგზე გაიყვანოს
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას ხელი მოაწერა