საქართველოში მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო აცხადებს, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი იყო ძალზე პროგრესული. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ჩვენი მოკრძალებული რჩევითა და დახმარებით კარგი საქმე გავაკეთეთ. ახლა, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და ვიწვევ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ვიპოვოთ კარგი, კომპრომისული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ბუკიკიომ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში გამოკითხულთა უმეტესობამ სტალინი უდიდეს ფიგურად დაასახელა
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხზე საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს