საქართველოში H1 N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ზუგდიდში A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 4 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში H1 N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია უკვე დაადასტურეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

გავრცელებული ცნობით, H1 N1-ის სიმპტომებით შუა ხნის მამაკაცმა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, გარდაცვალების მიზეზი კი გრიპი და თანდართული ქრონიკული დაავადება გახდა.

მეორე პაციენტი იგივე სიმპტომებით წინა კვირას გარდაიცვალა.

“როდესაც ათეულობით ადამიანი ავად ხდება, ვიღაცას დაუმძიმდება. დღეისათვის დაფიქსირებული გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა. ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა თანმხლებ მძიმე დაავადებებთან,” – განმარტა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ენმ” ბოიკოტის მიუხედავად ადიგენის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს
შემდეგი სტატიაბიძინა კუჭავას საქმეზე პროკურატურაში შეხვედრა იწყება