საქართველოში გრიპის მატების ტენდენცია შეინიშნება

წინა კვირასთან შედარებით, საქართველოში გრიპის მატების ტენდენცია შეინიშნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ინფორმაციით, მიმართვიანობა 100 ათას მოსახლეზე 332 ადამიანს შეადგენს.

ვირუსის შედეგად დაღუპულია სულ 4 ადამიანი – აქედან სამს H1N1 დაუდასტურდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მონაცემები საგანგაშო არ არის და ის ეპიდემიურ ზღვარს არ აჭარბებს.

თუმცა, ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს დაიცვან ჰიგიენის განსაკუთრებული ზომები და გაითვალისწინონ სხვა რეკომენდაციებიც.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს – ცესკომ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა
შემდეგი სტატია„მანანა კობახიძე სამარცხვინო და სასაცილო განცხადებას აკეთებს“