საქართველოში დაკარგული ყაზახი ტურისტის გასათავისუფლებლად უცნობი პირები გამოსასყიდს ითხოვენ

 

kazaxშსს-ში დაკარგულ ყაზახ ტურისტზე ინფორმაცია არ აქვთ საქართველოში დაკარგული ყაზახი ტურისტის მეგობრის თქმით, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ორი შეტყობინება მიიღეს, რომლის თანახმადაც, სერგეი ტროფიმოვი უცნობებს მძევლად ჰყავთ და, გამოსასყიდის სახით,50 ათას რუბლს ითხოვენ. ერთ-ერთ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ გამტაცებლებს შეუძლიათ, ახლობლები სერგეისთან ვიდეო-კავშირით დაალაპარაკონ, თუკი ისინი გამოგზავნილ რეკვიზიტებზე თანხას ჩარიცხავენ, მაგრამ გატაცებულის მეგობრები მსგავს განცხადებას აფიორას უწოდებენ და ამბობენ, რომ პროვოკაციაზე არ წამოეგებიან.

„ერთნი ამბობენ, რომ სერგეისთან დაკავშირება შეუძლებელია, რადგან ის ტყვეობაშია, მაგრამ ფული მოიტანეთო. ზოგი კი ამბობს, რომ ის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, თმა და წვერი გაპარსა და ჭკუიდან გადავიდა, რაც წარმოუდგენელია. ამის შესახებ ქართულ პოლიციას შევატყობინეთ, მაგრამ ჯერჯერობით რეაქცია არ ჩანს,” – ამბობს დაკარგულის მეგობარი ანუარ დუისენბინოვი ყაზახურ „ინფორმბიუროსთან“. დაკარგული ტურისტის მეგობრები, ყაზახეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების რეაქციებიდან გამომდინარე, დარწმუნებული არიან, რომ სამძებრო სამსახურები დაკარგულ ტურისტს არც კი ეძებენ. სერგეის მეუღლე და ათამდე მეგობარი საქართველოშია ჩამოსული. ისინი ქუჩებში დადიან და რუს და უკრაინელ ტურისტებს დაკარგულის შესახებ ეკითხებიან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ქართველი სამართალდამცველები არაფერს აკეთებენ ყაზახეთის მოქალაქის მოსაძებნად. 

 

“არც ვიცით, რა გავაკეთოთ – ყაზახეთის პრეზიდენტსაც კი გავუგზავნეთ წერილი. ასე როგორ შეიძლება, უკვე ორი კვირა გავიდა და არანაირი შედეგი არ ჩანს. ჩვენ ვითხოვეთ ლოკაციის დადგენა ტელეფონით, რომელიც თან ჰქონდა სერგეის. ნუთუ ეს ასე ძნელია? თანაც, ჩვენ ვნახეთ, რომ მისი დაკარგვის შემდეგ მისი სკაიპი ჩართული იყო. კამერების ჩანაწერები ამ დრომდე არ გვაქვს, ვიღაცეები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სერგეი თბილისში ნახეს, ვიღაც მწყემსის ნომერიც მოგვცეს, რომელმაც თითქოს დაჭრილი სერგეი ნახა, მაგრამ ამ ნომერზე რომ ვრეკავთ, არავინ გვპასუხობს, უკვე რამდენი ხანია. რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება?”.

შეგახსენებთ, რომ ცეკვის მასწავლებელი ასტანიდან სერგეი ტროფიმოვი ახლობლებთან კავშირზე, უკვე 20 დღეზე მეტია, არ გასულა. ის საქართველოში სამოგზაუროდ ავტოსტოპით, რუსეთიდან გაემართა. მისი დაკარგვის შემდეგ ყაზახეთის ხელისუფლებამ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ოფიციალური თხოვნით მიმართა, დახმარებოდნენ ტურისტის მოძებნაში.

banner
წინა სტატიაშიენმ მთავრობას მოუწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასკოლო წიგნების მიწოდება უზრუნველყოს
შემდეგი სტატიარიო-დე-ჟანეიროს სასტუმროში, სადაც ოფიციალური სტუმრები ცხოვრობენ, მოხდა აფეთქება