საქართველოში ჩამოსული გავლენიანი ბიზნესმენები საზღვარზე 2 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული

საქართველოში ჩამოსული გავლენიანი ბიზნესმენები საზღვარზე 2 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გააკეთა.
ფადი ასლის განცხადებით, საზღვარზე განსაკუთრებული პრობლემები ეგვიპტის, ყატარისა და იორდანიის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებს შეუქმნეს. მათ დამატებით დოკუმენტაციას სთხოვდნენ და უამრავ შეკითხვას უსვამდნენ.
„მოწვეულ სტუმრებს საკუთარ ქვეყნებში იმავე თვითმფრინავით დაბრუნებით დაემუქრნენ. ამან ისინი ძალიან გააბრაზა. ეს ხალხი ძალიან გავლენიანი ბიზნესმენები არიან და საკუთარ ქვეყნებში საქმიანი წრეების ლიდერებად ითვლებიან. ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა ბიზნესისა და ინვესტიციების შესაძლებლობები შეესწავლათ. დღეს პრემიერთანაც იყო შეხვედრა დაგეგმილი. არა მგონია, რომ სტუმრებს ასე უნდა დახვდე, მითუმეტეს ინვესტორებს. ადამიანებს, როგორც პირუტყვებს, არ უნდა ექცეოდე და ამცირებდე,“ – განაცხადა ფადი ასლიმ.

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგის ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ალ-ქაიდასთან” დაახლოებულმა დაჯგუფებამ აიღო
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება იერუსალიმის პატრიარქის აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრას ეხმაურება