“საქართველოში არამარტო რუსული პროპაგანდის ფონია აწეული, არამედ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიცაა შემოსული”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიცაა შემოსული.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში უწევს მუშაობა.
,,რუსული პროპაგანდის ფონი მომატებულია, იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია. ეს ყოველი საარჩევნო პერიოდის დროს იმატებს ხოლმე. არამარტო რუსული ძალები, სხვა ქვეყნის ბევრი სპეცსამსახურიც შემოსულია საქართველოში. ურთულეს სამუშაოს ატარებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. ხაზს ვუსვამ – არამარტო რუსული ფონია აწეული და არამარტო რუსული სპეცსამსახურები, არამედ ჩვენი სხვა მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებიცაა შემოსული ქვეყანაში და მუშაობენ,” -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაში,,ფილიპ ჰამონდის ვიზიტს განვიხილავთ ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად”
შემდეგი სტატიათეთრმა სახლმა ერდოღანთან არაფორმალური შეხვედრის ანონსი გააკეთა