საქართველოში ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისი-სტამბულის რეისით საქართველოდან გასვლისას, ანკარის ინტერპოლის მიერ 2016 წლის 21 მარტიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული აჰმეტ ს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჰმეტ ს.-ს ბრალი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 197/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება, რაც ფულის გაყალბებას გულისხმობს.

ამჟამად აჰმეტ ს.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე-როგორ ჩაიშალა ირაკლი ალასანიას მკვლელობა
შემდეგი სტატიამრგვალ ბაღთან ტაქსის მძღოლი დაჭრეს