საქართველოში აკრედიტებული რუსი დიპლომატები რუს ბაიკერებს უდასტურებენ, რომ მათთვის საზღვარი ჩაკეტილია

საქართველოში აკრედიტებული რუსი დიპლომატები რუს ბაიკერებს უდასტურებენ, რომ მათთვის საზღვარი ჩაკეტილია. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში, მოტო მოყვარულთა გვერდის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.

ივან სკორობულატოვი წერს, რომ ის თავად დაუკავშირდა საკონსულოს და ოფიციალური დასტური მიიღო, რომ საზღვარი რუსი ბაიკერებისთვის 10 მაისამდე ჩაკეტილია.

„დავუკავშირდი თბილისში საკონსულო განყოფილებას, დამიდასტურეს საზღვრის ჩაკეტვა ნებისმიერი მიმართულებით მოძრავი მოტოციკლეტისტებისთვის ერთი კვირით (10 მაისამდე). როგორც ვხვდები ეს ეხება მხოლოდ რუსული პასპორტის მქონე პირებს. განმარტეს, რომ ვერაფერს ვერ შეცვლიან, რადგან საქართველოსა და რუსეთს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ,”-წერს სკორობულატოვი.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს 50-მდე ბაიკერი საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მოტოციკლისტმა გაავრცელა. აღნიშნულ თემაზე ასევე აქტიურად წერენ მოტო მოყვარულთა გვერდზეც.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანის განცხადებებში იკვეთება სამოხელეო დანაშაული-ბიბილაშვილი
შემდეგი სტატიაახვლედიანს თავის თავზე უფრო მეტი განმარტებები აქვს მისაცემი-ვოლსკი