საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება

საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახი კალაძემ და “ანადოლუ ჯგუფის” დამფუძნებელმა თუღბან იზზეთ აქსოიმ “ხელედულა-3” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

პროექტის განხორციელება იგეგმება საქართველოს მთავრობასთან 2015 წლის მაისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემერანდუმის საფუძველზე.

მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას ეკისრება ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში რეალიზდეს ადგილობრივ ბაზარზე.

“ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელი მოეწერა ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას. ეს არის 50 მეგავატის სიმძლავრის ხელედულა, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. მას განახორციელებს თურქული კომპანია. ეს არის კომპანია, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ დაახრულა ფარავანის ჰიდროელექტროსადგური. მე მივესალმები ასეთი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. ეს ხელს უწყობს როგორც ეკონომიკის წინ სვლას, ასევე ჩვენ გვექნება საკუთარი ელექტროენერგია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ხელედულა-3” ჰიდროსადგურის მშენებლობა იგეგმება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 50.77 მგვტ-ია, ხოლო პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. საპროექტო ჰესის ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება იქნება 250 მვტ/სთ.

banner
წინა სტატიაშირუსუდან კერვალიშვილი მაია და გუკა რჩეულიშვილების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მიმართავს
შემდეგი სტატია„ძველი თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი სერგო ქავთარაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო