საქართველოში 110 000-მდე მარიამი ცხოვრობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში დღეს 110 ათასამდე მარიამი ცხოვრობს, აქედან 2017 წელს უკვე 1 427 გოგონას დაარქვეს ეს სახელი.

როგორც სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში მარიამი ქალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია.

„რეკორდულად ბევრი მარიამი 2010 წელს დაიბადა, როდესაც საქართველოში 4 870 მარიამის დაბადება დარეგისტრირდა“,- აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანელმა და სომეხმა მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის ხეობა დატოვეს
შემდეგი სტატიაკახა ცისკარიძის საარჩევნო სლოგანი „კახა ბერი-კახა მერი“ იქნება