საქართველოში 10 აგვისტომდე 40-41 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი. ამის შესახებ „თაიმერს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ 7–10 აგვისტოს შესაძლებელია 40-41 გრადუსს მიაღწიოს.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7–8 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35-40 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.