საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

სერბეთის პარლამენტმა საქართველოსთან „დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ” შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.

როგორც “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ” შეთანხმებას ხელი, 2015 წლის 2 ივნისს სერბეთის პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ივიცა დაჩიჩის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

ქართულმა მხარემ ზემოაღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ სერბულ მხარეს აცნობა, ხოლო სერბეთის პარლამენტმა, თავის მხრივ, დღეს 148 ხმით არცერთის წინააღმდეგ ზემოაღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიბახტრიონის ქუჩაზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტთან მიმდინარე უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა