საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოეწერება ხელი

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას“ მოეწერება ხელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის პირველად ფორმდება და იგი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის საფუძველს.

დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, კულტურა, განათლება და სხვა. შეთანხმება ძალაში მხარეთა მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ შევა.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ქართულ საგამოძიებო ჯგუფში ერთვება
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს აღარ მოუსმენენ