საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება, ხვალ 16 გრადუსამდე მოიმატებს, 12 იანვარს კი 18 გრადუსი იქნება.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 13 იანვრის ჩათვლით უნალექო-მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

“დღეისთვის საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ნალექია მოსალოდნელი, მაღალმთაში და მთაში, ღამით თოვლის სახით. ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში და დასავლეთ საქართველოში ზოგგან ისევ რჩება ბარში წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდები იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -2 გრადუსი, დღისით კი 8-9 გრადუსი იქნება“, – აცხადებენ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვები საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს
შემდეგი სტატიაშსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს