საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია

QARTIAსაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელობის მიერ გადაცემების – „ბიზნესკონტაქტი“ და „საქმიანი დილა“ ეთერიდან მოხსნის ფაქტს შემაშფოთებელად მიიჩნევს.

ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შემაშფოთებელია ასევე, 32 თანამშრომელისთვის შრომითი ხელშეკრულების „დროებით შეწყვეტა“.

„ამის მიზეზად მენეჯმენტმა არხიდან წასვლის შესახებ თანამშრომელთა ულტიმატუმი დაასახელა, თუ გადაცემების ავტორსა და წამყვანს, გიორგი ისაკაძეს ტელეკომპანიაში არ დააბრუნებდნენ. თანამშრომლების თქმით, მათ არხის ხელმძღვანელს ულტიმატუმი მხოლოდ მას შემდეგ წაუყენეს, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე დაინახეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელობას მოუწოდებს, მიღებული გადაწყვეტილების მოტივები გამჭვირვალე გახადოს და ამის შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს, რადგან ქარტია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პლურალისტური მედია გარემოს არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემები „ბიზნესკონტაქტი“, „საქმიანი დილა“ და “ბიზნესანალიტიკა” „მაესტრომ“ სატელევიზიო ბადიდან მოხსნა. მანამდე კი, ბიზნესგადაცემების ავტორი და წამყვანი გიორგი ისაკაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ ჟურნალისტებს – თელარა გელანტიას, თამუნა ქემერტელიძეს, ელენე კვანჭილაშვილს და ბექა ბაციკაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერდათ.

მიზეზად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობის მიღება სახელდება.

ამავე თემაზე: “მაესტროს” ბიზნესგადაცემები სატელევიზიო ბადიდან მოიხსნა

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა ევროკავშირის კრიტიკას უპასუხა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ჩვენს თვალწინ ხურდავდება, იფუშება და ლეგენდიდან ერთი პატარა კაცუნა ხდება