ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის 37 წევრმა დაუჭირა მხარი, ცხრა წინააღმდეგი იყო, ორმა კი თავი შეიკავა.
შეჩერების მექანიზმზე კომპრომისულ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 7 დეკემბრის გვიან საღამოს მიაღწიეს.
LIBE-ს კომიტეტში შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ სავარაუდოდ ცნობილი გახდება პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრის თარიღიც.