„საქართველოს უსაფრთხოების საკითხი ნატო-ში ინტეგრაციაზე გადის“ – ოპოზიცია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მიესალმება

დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. საქართველოს პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სხდომას დაესწრება. თუმცა სხდომას ვერ დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

უშიშროების საბჭს სხდომა მიესალმებიან საპარლამენტო ოპოზიციის რიგებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს, რომ მტავრობა მონაწილეობდეს, ძალიან ვწუხვარ, რომ წარსულში მთავრობის წევრები უარს აცხადებდნენ მსგავს ფორმატებში შეხვედრებზე, თემები არის მნიშვნელოვანი, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში, ასევე მოხდება სხვა მნიშვნელოვანი თემების განხილვა, როგორიც არის მაგალითად იმ სამხედრო საერთო სივრცის შექმნა, რომელზეც საუბარია რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის“, – აღნიშნავს ენმ-ს წევრი თინათინ ბოკუჩავა.

ოთარ კახიძის თქმით ქვეყნისთვის კარგი იქნება ტუ ამჯერად მაინც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ პატივისცემას გამოიჩენს:

„რა თქმა უნდა შავი ზღვის უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს უსაფრთხოების საკითხი ზოგადად გადის ნატო-ში ინტეგრაციაზე, ჩვენ სწორედ მაშინ დავაღწევთ თავს საბოლოოდ იმპერიის კლანჭებს და რუსეთის ფედერაციას, როდესაც გავწევრიანდებით ნატოში. თუ კონსტიტუციურ ინსტიტუტებს პატივს სცემს ამჯერად მაინც „ქართული ოცნება“ ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის. სამწუხაროდ ამის მოლოდინი არ მაქვს“, – აღნიშნავს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშიორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება
შემდეგი სტატია„სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს