საქართველოს უმეტეს რეგიონში ყინვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში ყინვაა მოსალოდნელი. ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -8;-3 გრადუსი იქნება; დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი -2;+3 გრადუსია მოსალოდნელი; რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ამაღამ კვლავ ყინვა დაფიქსირდება და ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.
გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს წარმომადგენელთა განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნალექო ამინდი 22-26 დეკემბერსის ჩათვლით შენარჩუნდება.
რაც შეეხება ამინდის ხვალინდელ პროგნოზს, მთაში დღისით +6 იქნება, მაღალმთაში – +4 გრადუსია ნავარაუდები.
საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს 21 დეკემბერს. ორშაბათს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 0; +6 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით – -1;+3;
სპეციალისტთა თქმით, 22 დეკემბრიდან საქართველოში ყინვები შესუსტდება და დათბება, თუმცა მთასა და მაღალმთაში თოვლი და ღამით ყინვები შენარჩუნდება.
კერძოდ, 22-26 დეკემბერს საქართველოში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც დღისით +7;+12; ტემპერატურაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მთაში ღამით მოსალოდნელია -6 გრადუსი; მაღალმთაში – -12. დღისით კი მაღალმთაში +5 იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება, მაღალმთიან რაიონებში ღამით კი -16 გრადუსია ნავარაუდები

banner
წინა სტატიაში“ვიზალიბერალიზაციაზე დადებითი დასკვნა ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის ზეიმია”
შემდეგი სტატია“თქვენო უწმინდესობავ, გზა რომელზეც ჩვენ შევდექით, თქვენს მხარდაჭერას ითხოვს”