”საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანება ნატო-ში არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა”

მიმაჩნია, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანება ნატო-ში არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა. ამ ქვეყნებს სჭირდებათ მხარდაჭერა, – ეს განცხადება გააკეთა ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ განაცხადა.

„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო არის ალიანსი, რომლის როლია მსოლფიოში მშვიდობის უზრუნველყოფა, მაშინ ყველა ქვეყანა, რომელიც წევრიანდება ალიანსში და რომელიც უკვე არის ალიანსის საიმედო და პატივსაცემი წევრი, მხარს უჭერს მშვიდობას. ამგვარად, მჯერა, რომ რაც უფრო მეტი წევრი გვყვას, რომელიც მისდევს საერთაშორისო წესებსა და პრინციპებს, მით უფრო დიდია მსოფლიოში მშვიდობის გარანტია და მით უფრო ძლიერია ნატო”, – განაცხადა ანჟეი დუდამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნება.

„ეს პოლიტიკა ორი ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი შემდეგია – ყველა ქვეყანა არის თავისუფალი და აქვს უფლება გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. რა თქმა უნდა, მან უნდ დააკმაყოფილოს წინაპირობები. თუმცა თუკი მეორე მხრიდან შევხედვათ, ალიანსმა უნდა შეინარჩუნოს კარი ღია. ჩვენ უნდა ვუთხრათ, დიახ, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ნატო-ში ის ქვეყნები, რომლებსაც ეს სურთ და რომლებიც დააკომაყოფილებენ შესაბამის პირობებს. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანება ნატო-ში არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა. ამ ქვეყნებს სჭირდებათ მხარადჭერა”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე: არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდება სურს
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები – აშშ-ის კონგრესში მომზადებული ანგარიში განიხილეს