საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრშიმომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითიბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა.

დაშავებულ მშვიდობისმყოფელს მსუბუქი ბაროტრავმა აღენიშნება და მისსიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისათვის ქართველი სამხედრომოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი,სადაც მას საჭირო კვლევები უტარდება. კაპრალს სამედიცინო დაწესებულებიდან,სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ

banner
წინა სტატიაშიუკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად უნდა გადაწყვიტოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართლებრივ დარღვევასა და გადაცდომას
შემდეგი სტატიაგარდაბნის მუნიციპალიტეტში ხანძარია