საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ვიზიტი დაასრულა.
ბოლო შეხვედრა თინა ხიდაშელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილესთან გამართა.

საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და მოახლოებული ვარშავის სამიტი იყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზეც.

ხიდაშელი დაესწრო ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმსაც.

banner
წინა სტატიაში“ორი დღის მანძილზე მიმდინარეობს შოუ, რომლის მიზანი პოლიტიკური კამპანიის წარმოებაა”
შემდეგი სტატიასაქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს აუდიო წიგნებს გადასცემენ