საქართველოს თასის მფლობელი საჩხერის „ჩიხურა“ გახდა

საქართველოს თასის მფლობელი საჩხერის „ჩიხურა“ გახდა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა. საჩხერის “ჩიხურა” ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ დასრულდა. გუნდებმა გოლის გატანა, ვერც მეორე ნახევარში შეძლეს და შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. რის შემდეგ, დამატებითი ტაიმები დაინიშნა, რომლის დროსაც ასევე ვერ გამოვლინდა გამარჯვებული.

საბოლოოდ შეხვედრაში პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც “ჩიხურამ” 4:3 მოიგო და საქართველოს თასს დაეუფლა.

banner
წინა სტატიაშიმოსწავლეებს შორის ჩხუბის 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაწყებას დირექტორი და მისი მოადგილე უარყოფენ
შემდეგი სტატიალუბლიანას ქუჩაზე ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა