საქართველოს სომეხთა სათვისტომო თურქეთის საელჩოსთან ტრადიციულ მანიფესტაციას არ გამართავს

საქართველოს სომეხთა სათვისტომო გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის საელჩოსთან ტრადიციული მანიფესტაციის გამართვისგან თავს იკავებს. როგორც საქართველოს სომეხთა სათვისტომოს განცხადებაშია ნათქვამი, ამ გადაწყვეტილების მიზეზი პროვოკაციების თავიდან აცილება, ასევე, საქართველოს ხელისუფლების თხოვნა გახდა.

”ქვეყანაში და რეგიონში შექმნილი დაძაბული და რთული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის, შფოთვისა და თხოვნის გათვალისწინებით, მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სომეხთა სათვისტომომ გადაწყვეტილება მიიღო, ამ წელს თავი შეიკავოს 24 აპრილს თურქეთის საელჩოსთან ტრადიციული მანიფესტაციის გამართვისგან. ამჯერად, გამონაკლისის სახით, 24 აპრილს 14:00-ზე დაგეგმილი ღონისძიება გაიმართება ავლაბრის წმ. ეჩმიაძინის სომხური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტ ობამას სტუმრებს შორის ქართველი მეწარმეებიც მოხვდნენ
შემდეგი სტატიასომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ახალ ფაქტებზე განაცხადეს