საქართველოს შს მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სამოქალაქო თავდაცვასა და საგაგებო სიტუაციების მართვაზე ისაუბრა

ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს ქემალედინ ჰეიდაროვს შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობას სამოქალაქო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში. მინისტრმა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განხორციელებული რეფორმები და სიახლეები გააცნო.

მღებრიშვილმა ქემალედინ ჰეიდაროვს საგანგებო სიტუაციების სფეროს განვითარების მიზნით, ორი ქვეყნის აკადემიებს შორის მემორანდუმის გაფორმება შეთავაზა.

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს შს სამინისტროსთან არსებულ ნაყოფიერ თანამშრობლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირება, გამოცდილების ურთიერთგაზიარების შედეგად, ბევრად ეფექტური გახდება.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ლიდერმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია ვლადიმერ პუტინთან განიხილა
შემდეგი სტატია“ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება, თუ საკუთარ შიშებს გადააყოლებენ საქართველოს ევროპულ მომავალს“