საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 104 260 კგ შოკოლადსა და 125 კგ კარამელის კანფეტს ყიდულობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 104 260 კგ შოკოლადსა და 125 კგ კარამელის კანფეტს ყიდულობს. უწყებამ ტენდერი ტკბილეულის შესყიდვაზე 22 თებერვალს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 058 989 ლარია.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ტენდერი შოკოლადის და კარამელის შესაძენად, შსს-ს დაქვემდებარებული სამი უწყებისთვის გამოცხადდა:

შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტი 76 260 კგ შოკოლადი და 110 კგ კარამელს ყიდულობს. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი – 5 500 კგ შოკოლადი და 15 კგ კარამელს, ხოლო სასაზღვრო პოლიცია – 22 500 კგ შოკოლადის შეძენას გეგმავს.

ტენდერში მონაწილეთა წინადადებების მიღება 10 მარტს იწყება და 15 მარტს სრულდება.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: მამა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა „რუსთავი 2“-ის საქმეზე: სიტუაცია ძალიან საგანგაშოა