“საქართველოს შეუძლია, განაგრძოს ცხოვრება გამოგონილ სამყაროში” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს გამართულ ე.წ. არჩევნებს ეხება.

მარიონეტული რეჟიმი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს პოზიცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს “სუვერენულ აფხაზეთში” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

“საქართველის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგ განცხადებაში უკვე მერამდენედ გაჟრეღდა ცნობილი პროპაგანდისტული კლიშეები „ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის“, „არაკანონიერი არჩევნების,“ „საქართველოს ტერორიტორიის ოკუპაციის“ შესახებ.

რამდენიც უნდა იმეცადინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროპაგანდისტულ რიტორიკაში, ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და არც შეუძლია გავლენა მოახდინოს სუვერენულ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ჩამოყალიბებულ, სუვერენულ სახელმწიფოს, ქვეყნისთვის აუცილებელი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტით, რომელიც ცხოვრობს თავისი კანონებით და ურთიერთობების დამყარებით იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც სოხუმის ინტერესებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

თუ ამის შემჩნევა არ უნდათ, ეს საქართველოს ხელისუფლების პრობლემაა. შეუძლიათ განაგრძონ ცხოვრება გამოგონილ სამყაროში, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ხელს შეუწყობს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ადეკვატურ აღქმას” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ღოღობერიძე დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატია“მოვყვებით სრულ იზოლაციაში თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამ წითელ ხაზსაც გადავკვეთთ’’- ხოშტარია