საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი – ARMY CARD დამზადდება

დღეს, ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება.

სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიულოცავენ.

შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილისადმი მიძვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს საქართველოს ბანკს შორის მემორანდუმი IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გაფორმდება. დოკუმენტს ხელს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია მოაწერენ. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნება, რომელიც მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფასდაკლებებით ისარგებლონ.

banner
წინა სტატიაში“ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოსახლეობა წელს ისარგებლებს“
შემდეგი სტატია(video) აშშ-ის არმიის ძირითადი საბრძოლო ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები საქართველოსკენ მოემართება