საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 167 სამხედრო მოსამსახურე შეემატა.

წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია პირველი ქვეითი ბრიგადის საველე საწვრთნელ ბაზაზე, სოფელ ხცისში გაიმართა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, შავლეგო ტაბატაძემ და წვევამდელებს წარმატებები უსურვა.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი გაიარეს.

დღეიდან ჯარისკაცები პირველ ქვეით და საავიაციო ბრიგადებში გადანაწილდებიან, სადაც 9 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

banner
წინა სტატიაშიაუდიოჩანაწერის უკანონო მოპოვებისა და გამოყენების საქმეზე “სალვუს დეველოპმენტის“ დამფუძნებლი დაკითხეს
შემდეგი სტატიალევან გორგაძე – ტოჩინოშინმა ბოლო ბრძოლაც მოიგო