საქართველოს საზღვაო ნავსადგურების კომპლექსური შემოწმება დაიწყო

საქართველოს საზღვაო ნავსადგურების კომპლექსური შემოწმება დაიწყო

22016 წლის 4 აპრილიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგურის კომპლექსური შემოწმება დაიწყო.

აღნიშნული შემოწმების მიზანია საზღვაო ნავსადგურების შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო ნორმებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში.

აღსანიშნავია, რომ საზღვაო ნავსადგურების გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ტვირთების და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებასთან საქართველოს ტრანზიტულ კორიდორში.

სააგენტო, როგორც საზღვაო დარგის ტექნიკური მარეგულირებელი უწყება, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ცდილობს საერთაშორისო ნორმებისა და კარგი საზღვაო პრაქტიკის დანერგვას საქართველოს საზღვაო სივრცეში, შესაბამისად მსგავსი შემოწმებებს რეგულარული ხასიათი აქვს.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: “დაიკითხოს ზუგდიდის ვიცე-მერი”
შემდეგი სტატია„მასტერა“ პატიმრობაში რჩება