საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ICI-ს დამფუძნებელი ხდება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანაინკუბაციის (ICI) დამფუძნებელი ხდება.

ალიანსის შექმნა 2017 წლის 27 ნოემბერს, ჩინეთის დედაქალაქში იგეგმება და მისი მთავარი მიზანი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

პროექტში საქართველოს ჩართვით ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მხარდაჭერა მოიპოვონ აბრეშუმის გზის ქვეყნებში საქმიანობის წამოწყების სურვილის შემთხვევაში. ალიანსი პეკინის მუნიციპალიტეტის ფინანსური ხელშეწყობით ფუძნდება, რაც ავტომატურად გულისხმობს მსგავს შემთხვევებში პეკინის მუნიციპალური მთავრობის მხარდაჭერას. ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ მიიღონ ფინანსური ინვესტიცია ჩინეთის მხრიდან. ICI-ს იდეა თავის თავში გულისხმობს მასშტაბურ ბიზნეს-ინკუბატორს, ამიტომ მას ექნება პირდაპირი წვდომა ჩინურ კომპანიებთან, რაც ქართულ-ჩინურ ბიზნეს-სექტორებს შორის კომუნიკაციას მეტად ეფექტიანს გახდის. პროექტში ჩასართავად ქართულ კომპანიებს რეკომენდაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უნდა გაუწიოს.

ალიანსის ძირითადი დამფუძნებლები პეკინის მუნიციპალიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომისია და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო არიან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტში ჩართვით საქართველო ავტომატურად ხდება ალიანსის წევრი.

banner
წინა სტატიაშიარ მაქვს პოლიტიკური გეგმები და ამბიციები – სერგეენკო საპრეზიდენტო კანდიდატობაზე
შემდეგი სტატიაუკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინდა