საქართველოს საპატრიარქოს „საყოველთაო ჯვირსწერების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო საყოველთაო ჯვრისწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული „ჩოხოსანთა საზოგადოების“ ორგანიზებით დაიწყო საყოველთაო ჯვრისწერები, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

ჯვარდაწერილ წყვილებს სამების საპატრიარქო ტაძარში დალოცავს მისი უწმინდესობა, მათ კი, რომელთაც თბილისში არ შეუძლიათ ჩამოსვლა, – ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ეხებათ მხოლოდ იმ წყვილებს, რომელთაც წლების წინ შექმნეს ოჯახი, მაგრამ სხვა და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო დღემდე არ არიან ჯვარდაწერილნი.

ქორწინების საიდუმლოება ძალიან ღრმაა და უმნიშვნელოვანესი ადამიანის ცხოვრებაში. ჯვრისწერით წყვილი გამოხატავს მზაობას გაერთიანდნენ ქრისტეს წმინდა ეკლესიაში და ერთობით ისწრაფვონ სასუფევლისაკენ.

ოჯახი რომ იყოს მტკიცე და სიყვარული არ განელდეს, აუცილებელია, მეუღლეები შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში წირვა-ლოცვაზე დაესწრნენ და აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებებში მიიღონ მონაწილეობა, რათა მოიხვეჭონ სულიწმინდის მადლი.

ღმერთის შეწევნა არ მოაკლდეთ ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუნივერსალური ნარკოტიკი – ალკოჰოლი – ეროვნული პრობლემა
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ჩემი გადაწყვეტილებით, არ ვაპირებ პარლამენტში დავიკავო რაიმე თანამდებობა