მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანასთან მიმართებით, არსებულ დაპირისპირებაზე საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
“დიდად ვწუხვართ იმ მღელვარების გამო, რაც ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანას მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოშიც მოვიდა და არსებული ვითარება გაგავაცნო.
ერთის მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია; გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.

უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ; მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. არადა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს.
რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს.

შევთხოვოთ ღმერთს, მშვიდობა და კეთილდღეობა მომადლოს საქართველოს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ საკუთარი ინიციატივით ვიწყებთ ამ საქმის შესწავლას…ეს იქნება ტესტი”- ომბუდსმენი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე
შემდეგი სტატიაგერმანიამ MP3 ფორმატის სიკვდილის შესახებ განაცხადა