საქართველოს საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშრებით, ასევე, იყო მუქარა ჩემს მიმართ

რას წერდა დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და მიაღწია თუ არა მისმა წერილმა პატრიარქამდე? დეკანოზის წერილს ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. წერილში საუბარია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშრებით იკვეთება საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესი და ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას მის მიმართ:

„თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკიტხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისერი ინტერესი საქართველოს საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშრებით, ასევე, იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ, ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გამოავლენს. ტქვენო უწმინდესობავ, მაქვს თვენი პრინციპულობის იმედი, რომ აღნიშნული საკითხების ბუნდოვანება აღარ დააზარალებს ეკლესიის იმიჯს, დამლოცეთ“, – წერს დეკანოზი გიორგი მამალაძე.

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთი სკანდალი:150 ლარად გასხვისებული სნო-რა შუაშია საპატრიარქო
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიარქის პირველი ფოტოები ოპერაციის შემდეგ(ფოტო)