საქართველოს საკონსულო კალიფორნიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

საქართველოს გენერალური საკონსულო კალიფორნიის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, კალიფორნიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:

”კალიფორნიის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გთხოვთ შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს – 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე 212-922-1722.

ადგილზე არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე. http://emergency.lacity.org/skirball-fire” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს, მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს
შემდეგი სტატია„პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია შესაძლოა, პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყოს“