საქართველოს საკითხი აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გაერო-ში საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუცია შეაფასა.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც.როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ გაერო აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების კუთხით მონიტორინგის აუცილებლობას.

”გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ადამიანის უფლებათა საკითხებში დაევალა, რომ შეისწავლოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი ანგარიში გააცნოს ადამიანის უფლებების საბჭოს მომდევნო სესიებზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტიურად დგას გაერო-ს დღის წესრიგში და ის დადგება მომდევნო სესიების განმავლობაშიც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს იმას, რომ ყურადღება და კონსოლიდაცია ჩვენი გამოწვევების წინაშე იყოს ერთიანი, გვქონდეს ძალიან დიდი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, საქართველოს დეოკუპაციის კუთხით გადაიდგას მომდევნო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას, რაც ნიშნავს, იმას, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჩვენ გამოგვიცხადა მხარდაჭერა და იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომელიც უერთდება ამ რეზოლუციის სპონსორებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამავე რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი და ზოგადად საქართველოში დემოკრატიის ხარისხი. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს პირველ რიგში იმის შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ ძალიან დიდი კონსოლიდაცია, ორგანიზება და ვუზრუნველყოთ მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატმა მირჭეული წარმატება დიპლომატებს ეს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვების უზრუნველყოფაში მათ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; აღიარებულია მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა განმტკიცების მიმართულებით; გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმები ვერ შედიან.

banner
წინა სტატიაშიბავშვთა სამყარის მოვაჭრეები 3000-ლარიან კომპენსაციაზე უარს ამბობენ – აქციები გრძელდება
შემდეგი სტატია„ახალ ტფილისში“ ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება