საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გმობს ხურჩაში მომხდარ ფაქტს

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობსზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გმობს ხურჩაში მომხდარ ფაქტს.

ამასთან, სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილ იქნა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები პროკურატურის წარმომადგენელსა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომელთა ნაწილის პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს