საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება მშენებლობაზე დასაქმებული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. "სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წინაპირობები სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ კომპეტენციის გამიჯვნით და ფუნქციათა დუბლირების გარეშე, დროლად და ეფექტურად. სახელწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ორგანოს იმგვარი ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომლითაც ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ემსახურება პირის თავისუფლების თვითნებური ხელყოფისგან დაცვის ნორმატიული გარემოს განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც ცალსახად ვერ გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან პირის მიმართ თვითნებობის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითაღსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ისე, როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით. საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს სწორ სამართლებრივ ფორმას, რომლითაც პირის თავისუფლების ხელშეუხებლობა აღადგინა სახელმწიფომ კანონის უზენაესობის და კომპეტენციათა გამიჯვნის ფონზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 1 თებერვალს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მომუშავე ერთი ადამიანი სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა. მწუხარებას გამოვთქვამ აღნიშნულის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებას. კიდევ უფრო სამწუხაროა ის გარემოება, რომ მრავალი ასეთი შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფო კვლავაც არ დგამს ნაბიჯებს ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც, პირველ რიგში, მსგავსი ფაქტების დროულ პრევენციას მოემსახურებოდა და მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოზე თუ სხვაგან დასაქმებული მრავალი ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა სიკვდილისაგან, ხოლო მათ ჯანმრთელობას – დაზიანებისაგან. მართალია, ამ კონკრეტული ფაქტის გარშემო დეტალური გარემოებები ცნობილი არ არის, თუმცა, ხაზს გავუსვამ შრომის სფეროში არსებულ ძირითად საჭიროებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2013 წელს შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 111 და გარდაიცვალა 23 პირი, 2014 წელს დაშავდა 72 და გარდაიცვალა 46 პირი. სახალხო დამცველს შსს–საგან მოთხოვნილი აქვს 2015 წლის მონაცემები და აღნიშნული უწყების მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია. როგორც წესი, და ამ შემთხვევაშიც ასეა, სამართალდამცავი ორგანოები იწყებენ გამოძიებას, თუმცა, საზოგადოება არ არის ინფორმირებული მისი საბოლოო შედეგების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სისხლისსამართლებრივი წესით რეაგირებაც კი არ არის საკმარისი, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახელმწიფო ფატალური ან მძიმე შედეგის დადგომას ელოდება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, ყველა ზომა მიიღონ უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში და შექმნან ეფექტური შრომის ინსპექცია. სანამ ეს ორგანო შექმნილი არ არის, მუშაკების დაშავებისა და გარდაცვალების თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობას აღნიშნული უწყებებიც იზიარებენ. აქვე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებას წარმოუდგინოს ინფორმაცია გასულ წლებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაშავებული და დაღუპული მუშაკების საქმეებზე დაწყებული გამოძიების შედეგების თაობაზე, რათა არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ გამოძიების დაწყებას მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს და რეალური შედეგებისაკენ არ არის მიმართული.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შეინარჩუნოს
შემდეგი სტატიაბიბისი: ვაშინგტონი საქართველოს 10 მილიონს მისცემს