საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესს

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. "სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წინაპირობები სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ კომპეტენციის გამიჯვნით და ფუნქციათა დუბლირების გარეშე, დროლად და ეფექტურად. სახელწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ორგანოს იმგვარი ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომლითაც ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ემსახურება პირის თავისუფლების თვითნებური ხელყოფისგან დაცვის ნორმატიული გარემოს განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც ცალსახად ვერ გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან პირის მიმართ თვითნებობის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითაღსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ისე, როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით. საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს სწორ სამართლებრივ ფორმას, რომლითაც პირის თავისუფლების ხელშეუხებლობა აღადგინა სახელმწიფომ კანონის უზენაესობის და კომპეტენციათა გამიჯვნის ფონზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნას არსებითი გავლენა აქვს ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის, კანონის უზენაესობაზე აგებული და ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის თავდაპირველი გარანტიაა ისეთი კადრების შერჩევა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოსამართლის მაღალ სტატუსს.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა კანდიდატურების შეფასების პროცესში მნიშვნელოვანი იყო, სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული საერთო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველმა მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ცალკეული მოსამართლეების საქმიანობის შესახებ, 2005 წლიდან დღემდე, ერთად თავმოყრილი და შეჯამებული ინფორმაცია წარუდგინა. ინფორმაცია ეფუძნებოდა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პერიოდულად წარდგენილ რეკომენდაციებს დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ.

სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისე შეაჯამა კონკურსის შედეგები, რომ არც ერთ ეტაპზე არ განუხილია სახალხო დამცველის მიმართვა. კონკურსის მიმდინარეობის პროცესში არ მომხდარა ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა და მასზე მსჯელობისა და დისკუსიის წარმართვა; შესაბამისად, სახალხო დამცველისთვის უცნობია სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინების საკითხი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსამართლეების შერჩევა/დანიშვნის პროცესი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მკაცრი კრიტიკის ფონზე წარიმართა. არაერთი საფუძვლიანი შენიშვნა იქნა გამოთქმული კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე, თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან არ მომხდარა ადეკვატური რეაგირება დასმულ პრობლემებზე. საყურადღებოა შენიშვნები, რომლებიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიების არგამოქვეყნებას, კონკურსის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე არასათანადო რეაგირებას, გასაუბრების პროცესში კანდიდატების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას, საბჭოს ცალკეული წევრების სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევებს და ა.შ.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის მსგავსი ხარვეზებით წარმართვა ხელს არ უწყობს ქვეყანაში დამოუკიდებელი და ინსტიტუციურად ძლიერი სასამართლო სისტემის შექმნას. სახალხო დამცველის აზრით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო მოსამართლეების შერჩევა/დანიშვნის პროცესის ისე წარმართვა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, გარეშე დამკვირვებლისათვის ობიექტური და დასაბუთებული ყოფილიყო. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმართული პროცესის მიმართ საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში არსებული ლეგიტიმური კითხვები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.

მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენები ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიმდინარეობის პროცესს და მეორე მხრივ, საზოგადოებაში აჩენს სერიოზულ კითხვებს საბჭოს ობიექტურობის შესახებ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, დროულად განაახლოს სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტების განხილვა, რათა მოსამართლეთა დანიშვნის შემდგომი პროცესი სრულყოფილად წარიმართოს .

banner
წინა სტატიაშირუსთავი2–ის საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან
შემდეგი სტატიაბუტაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა